წესები და პირობები

წესები და პირობები

ზოგადი პირობები

წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „ქომუ“-ს პორტალის www.qomu.ge-სა (შემდგომში „პორტალი“) და პორტალის მომხმარებელს (შემდგომში „მომხმარებელი“) შორის.

ღილაკის „ვეთანხმები“ დაჭერა, აგრეთვე პორტალის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

პორტალზე (ვებ-გვერდზე) რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილებების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.

პორტალის თაღლითური მიზნებისთვის გამოყენების ან ცრუ (ყალბი) შეკვეთის გამოყენებისთვის მომხმარებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

კომუნიკაცია

კომუნიკაცია ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალებისდა სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე info@qomu.ge გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

კონფიდენციალურობა

პორტალი იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე მხარეს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პორტალს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორების გამოყენებულ საგადახდო (საბანკო)  ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანადაა პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის დაცვაზე.

პორტალზე რეგისტრაცია

რეგისტრაცია:

რეგისტრაციისთვის და ავტორიზაციისთვის მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  1. პორტალზე (ვებ გვერდზე) რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს - ავტორიზაცია (მარჯვენა ზედა მენიუში);
  2. გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია;
  3. რეგისტრაციის ველში შეავსეთ მითითებული ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. 

ავტორიზაცია:

ავტორიზაციისთვის მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  1. საიტზე ავტორიზაციისთვის დააჭირეთ ღილაკს - ავტორიზაცია (მარჯვენა ზედა მენიუში);
  2. გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს ავტორიზაცია;
  3. შეიყვანეთ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა და პაროლი;
  4. დააჭირეთ ღილაკს შესვლა.

შეკვეთა გადახდის პირობები და მიწოდება

შეკვეთა

პორტალზე შეკვეთა მარტივია:

 ამჟამად ჩვენი პორტალის  მეშვეობით შესაძლებელია შეკვეთის რამდენიმე ვარიანტი:

თუ გსურთ, რომ თქვენი შეკვეთა მივიტანოთ სხვადასხვა მისამართზე შესაბამის ველში - სად მოგიტანოთ, მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია.

ანგარიშსწორების პირობები:

ჩვენი პორტალის მეშვეობით შეძენილი პროდუქტების ღირებულების ანგარიშსწორება შეგიძლიათ პროდუქტ(ებ)ის მიტანისას, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო (საგადახადო ბარათი) ანგარიშსწორებით. უნაღდო: საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ იმიტირებული Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები: გადახდის უსაფრთხოება დაცულია “Verified by Visa” და “MasterCard Secure Code”ტექნოლოგიების გამოყენებით.

მიტანის ღირებულება

პორტალიდან შერჩეული პროდუქტის ან მომსახურების საფასური დამოკიდებულია მანძილზე და შეკვეთების მიწოდების მისამართების რაოდენობაზე. თუ იყენებთ კატეგორიას „რასაც ისურვებთ“ ამ შემთხვევაშიც მიტანის ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე და შეკვეთის მიწოდების მისამართების რაოდენობაზე (მათ შორის იმ შემთხვევებისა თუ ტრანსპორტირებას სჭირდება ავტომობილი).

თუ შეკვეთას პორტალზე არსებული ნებისმიერი (ეს სიტყვა უნდა საერთოდ?)  სავაჭრო ობიექტიდან აკეთებთ, შეგიძლიათ პროდუქციის ფასი წინასწარ ნახოთ და წინასწარ იქნება განსაზღვრული ადგილზე მიტანის ღირებულებაც (გარდა იმ შემთხევებისა თუ მიტანის მისამართი რამდენიმეა). სანამ შეკვეთას დაადასტურებთ  ზუსტად გეცოდინებათ, როგორც პროდუქციის ღირებულება ასევე მისი მოტანის ღირებულებაც. არის შემთხვევები, როდესაც პლატფორმაზე არსებული პროდუქტების ფასი და მისი რეალური ღირებულება განსხვავდება. თუ  აღმოჩნდა ფასების სხვაობა ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ, რომ გაარკვიოს ნამდვილად გსურთ თუ არა შეკვეთა. 

დაფარვის არეალი

ამჟამად ჩვენი პლატფორმით სარგებლობა ხელმისაწვდომია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე. გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება ზუგდიდის რაიონის მასშტაბით (წინასწარი დარეკვით და შეთანხმებით ოპერატორთან). ზუგდიდის რაიონის მასშტაბით მიწოდებაზე ფასები დამოკიდებული იქნება შეკვეთის ზომაზე და მიწოდების მანძილზე. პორტალი იტოვებს უფლებას გააუქმოს დაფარვის არეალის ფარგლებს გარეთ მიღებული შეკვეთები. 

სამუშაო გრაფიკი

პორტალის მეშვეობით შეკვეთების მიღება შესაძლებელია 24/7 რეჟიმში. მიუხედევად იმისა, რომ ყველა სავაჭრო და კვების ობიექტს გააჩნია თავისი საკუთარი სამუშაო გრაფიკი, პორტალზე შესაძლებელია შეკვეთის განხორციელება. ამ შემთხვევაში პროდუქტი ან მომსახურება მოგეწოდებათ შემდეგ დღეს.

აგრეთვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ და წინასწარ მიუთითო შეკვეთის მიწოდების დრო, ჩვენ მოგაწვდით პროდუქტებს და მომსახურებას თქვენთვის სასურველ დროს (შეგიძლიათ პორტალის საშუალებით გააუქმოთ ან შეცვალოთ შეკვეთა არაუგვიანეს 2 საათისა მიწოდებამდე).

კატეგორი „რასაც ისურვებთ“

გამოიყენეთ პორტალში არსებული კატეგორია „რასაც ისურვებთ“ და ჩვენი კურიერი თქვენს მაგივრად შეიძენს პროდუქტებს ნებისმიერი სავაჭრო ობიექტიდან, განახორციელებს სწრაფ გზავნილებს და მიაწოდებს დოკუმენტებს სასურველ ადრესატს, შეიძენს მედიკამენტებს ნებისმიერ აფთიაქში, მოგიტანთ შეკვეთას ნებისმიერი რესტორნიდან და სწრაფი კვების ობიექტიდან. რამე ნივთი დაგრჩათ? ჩვენი კურიერი სწრაფად მოგიტანთ. რისი სურვილიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენი კურიერი თქვენს მაგივრად ყველაფერს მოგიტანთ.

პროდუქტის დაბრუნება

პორტალი თქვენს შეკვეთებს კურიერებს გადასცემს და ისინი პროდუქტებს თქვენი სახელით იძენენ. შესაბამისად, მყიდველიც და მომხმარებელიც თქვენ ხართ. პროდუქტების დაბრუნების ან პრეტენზიების საკითხი პირდაპირ მომწოდებელთან (გამყიდველთან, სავაჭრო ობიექტთან ან სერვისის მომწოდებელთან) უნდა გაიაროთ.

შეკვეთის გაუქმება

შეკვეთების გაუქმება დასაშვებია, თუმცა არის შემთხვევები როდესაც შეიძლება დაგეკისროთ გაუქმების გადასახადი. ესენია:

  1. თუ კვების ობიექტმა მიიღო და დაიწყო თქვენი შეკვეთის მომზადება, დაგეკისრებათ მისი ღირებულების ანაზღაურება;
  2. თუ კურიერმა უკვე ჩაიბარა (კვების ობიექტიდან) ან შეისყიდა თქვენი პროდუქტი (სავაჭრო ობიექტიდან), შეკვეთის ღირებულებასთან ერთად დამატებით დაგეკისრებათ გაუქმების საფასური;
  3. თუ სავაჭრო ობიექტმა მიიღო და დაიწყო თქვენი შეკვეთა და კურიერი მის ასაღებად მიდის, დაგეკისრებათ როგორც შეკვეთის, ასევე გაუქმების ღირებულება;
  4. თუ კურიერი უკვე ადგილზეა და შეკვეთას ასრულებს, დაგეკისრებათ პროდუქტის ფასი, ღირებულება და ადგილზე მიტანის საფასური. გაითვალისწინეთ, რომ საკვების უკან დაბრუნება შეუძლებელია.

თუ გადაწყვიტეთ შეკვეთის გაუქმება ან მისი მოდიფიკაცია ეს შესაძლებელია მანამდე სანამ ოპერატორი მიიღებს თქვენს შეკვეთას. მოტანილი პროდუქტის ღირებულების გადახდაზე უარის ან მისამართზე არ ყოფნისთვის ჩვენთვის მოყენებული ზიანისთვის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხიმგებლობის შესახებ.