შეკვეთა, გადახდის და მიწოდების პირობები

შეკვეთა

პორტალზე შეკვეთა მარტივია:

 ამჟამად ჩვენი პორტალის  მეშვეობით შესაძლებელია შეკვეთის რამდენიმე ვარიანტი:

თუ გსურთ, რომ თქვენი შეკვეთა მივიტანოთ სხვადასხვა მისამართზე შესაბამის ველში - სად მოგიტანოთ, მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია.

ანგარიშსწორების პირობები:

ჩვენი პორტალის მეშვეობით შეძენილი პროდუქტების ღირებულების ანგარიშსწორება შეგიძლიათ პროდუქტ(ებ)ის მიტანისას, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო (საგადახადო ბარათი) ანგარიშსწორებით. უნაღდო: საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ იმიტირებული Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები: გადახდის უსაფრთხოება დაცულია “Verified by Visa” და “MasterCard Secure Code”ტექნოლოგიების გამოყენებით.

მიტანის ღირებულება

პორტალიდან შერჩეული პროდუქტის ან მომსახურების საფასური დამოკიდებულია მანძილზე და შეკვეთების მიწოდების მისამართების რაოდენობაზე. თუ იყენებთ კატეგორიას „რასაც ისურვებთ“ ამ შემთხვევაშიც მიტანის ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე და შეკვეთის მიწოდების მისამართების რაოდენობაზე (მათ შორის იმ შემთხვევებისა თუ ტრანსპორტირებას სჭირდება ავტომობილი).

თუ შეკვეთას პორტალზე არსებული ნებისმიერი (ეს სიტყვა უნდა საერთოდ?)  სავაჭრო ობიექტიდან აკეთებთ, შეგიძლიათ პროდუქციის ფასი წინასწარ ნახოთ და წინასწარ იქნება განსაზღვრული ადგილზე მიტანის ღირებულებაც (გარდა იმ შემთხევებისა თუ მიტანის მისამართი რამდენიმეა). სანამ შეკვეთას დაადასტურებთ  ზუსტად გეცოდინებათ, როგორც პროდუქციის ღირებულება ასევე მისი მოტანის ღირებულებაც. არის შემთხვევები, როდესაც პლატფორმაზე არსებული პროდუქტების ფასი და მისი რეალური ღირებულება განსხვავდება. თუ  აღმოჩნდა ფასების სხვაობა ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ, რომ გაარკვიოს ნამდვილად გსურთ თუ არა შეკვეთა. 

დაფარვის არეალი

ამჟამად ჩვენი პლატფორმით სარგებლობა ხელმისაწვდომია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე. გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება ზუგდიდის რაიონის მასშტაბით (წინასწარი დარეკვით და შეთანხმებით ოპერატორთან). ზუგდიდის რაიონის მასშტაბით მიწოდებაზე ფასები დამოკიდებული იქნება შეკვეთის ზომაზე და მიწოდების მანძილზე. პორტალი იტოვებს უფლებას გააუქმოს დაფარვის არეალის ფარგლებს გარეთ მიღებული შეკვეთები. 

სამუშაო გრაფიკი

პორტალის მეშვეობით შეკვეთების მიღება შესაძლებელია 24/7 რეჟიმში. მიუხედევად იმისა, რომ ყველა სავაჭრო და კვების ობიექტს გააჩნია თავისი საკუთარი სამუშაო გრაფიკი, პორტალზე შესაძლებელია შეკვეთის განხორციელება. ამ შემთხვევაში პროდუქტი ან მომსახურება მოგეწოდებათ შემდეგ დღეს.

აგრეთვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ და წინასწარ მიუთითო შეკვეთის მიწოდების დრო, ჩვენ მოგაწვდით პროდუქტებს და მომსახურებას თქვენთვის სასურველ დროს (შეგიძლიათ პორტალის საშუალებით გააუქმოთ ან შეცვალოთ შეკვეთა არაუგვიანეს 2 საათისა მიწოდებამდე).

კატეგორი „რასაც ისურვებთ“

გამოიყენეთ პორტალში არსებული კატეგორია „რასაც ისურვებთ“ და ჩვენი კურიერი თქვენს მაგივრად შეიძენს პროდუქტებს ნებისმიერი სავაჭრო ობიექტიდან, განახორციელებს სწრაფ გზავნილებს და მიაწოდებს დოკუმენტებს სასურველ ადრესატს, შეიძენს მედიკამენტებს ნებისმიერ აფთიაქში, მოგიტანთ შეკვეთას ნებისმიერი რესტორნიდან და სწრაფი კვების ობიექტიდან. რამე ნივთი დაგრჩათ? ჩვენი კურიერი სწრაფად მოგიტანთ. რისი სურვილიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენი კურიერი თქვენს მაგივრად ყველაფერს მოგიტანთ.

პროდუქტის დაბრუნება

პორტალი თქვენს შეკვეთებს კურიერებს გადასცემს და ისინი პროდუქტებს თქვენი სახელით იძენენ. შესაბამისად, მყიდველიც და მომხმარებელიც თქვენ ხართ. პროდუქტების დაბრუნების ან პრეტენზიების საკითხი პირდაპირ მომწოდებელთან (გამყიდველთან, სავაჭრო ობიექტთან ან სერვისის მომწოდებელთან) უნდა გაიაროთ.

შეკვეთის გაუქმება

შეკვეთების გაუქმება დასაშვებია, თუმცა არის შემთხვევები როდესაც შეიძლება დაგეკისროთ გაუქმების გადასახადი. ესენია:

  1. თუ კვების ობიექტმა მიიღო და დაიწყო თქვენი შეკვეთის მომზადება, დაგეკისრებათ მისი ღირებულების ანაზღაურება;
  2. თუ კურიერმა უკვე ჩაიბარა (კვების ობიექტიდან) ან შეისყიდა თქვენი პროდუქტი (სავაჭრო ობიექტიდან), შეკვეთის ღირებულებასთან ერთად დამატებით დაგეკისრებათ გაუქმების საფასური;
  3. თუ სავაჭრო ობიექტმა მიიღო და დაიწყო თქვენი შეკვეთა და კურიერი მის ასაღებად მიდის, დაგეკისრებათ როგორც შეკვეთის, ასევე გაუქმების ღირებულება;
  4. თუ კურიერი უკვე ადგილზეა და შეკვეთას ასრულებს, დაგეკისრებათ პროდუქტის ფასი, ღირებულება და ადგილზე მიტანის საფასური. გაითვალისწინეთ, რომ საკვების უკან დაბრუნება შეუძლებელია.

თუ გადაწყვიტეთ შეკვეთის გაუქმება ან მისი მოდიფიკაცია ეს შესაძლებელია მანამდე სანამ ოპერატორი მიიღებს თქვენს შეკვეთას. მოტანილი პროდუქტის ღირებულების გადახდაზე უარის ან მისამართზე არ ყოფნისთვის ჩვენთვის მოყენებული ზიანისთვის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხიმგებლობის შესახებ.